ერეკლე გეწაძის პერფორმანსს მარია ზახაროვა გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, გამოეხმაურა ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსს. საქმე ეხება გეწაძის გამოსვლას მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air-ზე – მან ერთ-ერთი ნომრის დროს სცენაზე გაშალა ს დროშა, რომელიც ნაგვის ურნაში ჩააგდო, შემდეგ კი მასზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა.
მარია ზახაროვამ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ უამრავი ზარი შედის მასთან მომხდარის შეფასების თხოვნით.
“პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა გაუკეთოს მას ვიღაც შეშლილმა. მეორე, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ამ შემაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ”, – წერს ზახაროვა.
გარდა ამისა, ზახაროვა ირწმუნება, რომ “თამარ დედოფლისა ღირსეული შთამომავლები” საკუთარ თავს რუსეთის სამფეროვან დროშასთან სიამაყით ასოცირებენ მაშინ, როცა “უღირსი ფსკერი” მსგავს ქმედებებს სჩადის. მან გაიხსენა მელიტონ ქანთარიას მიერ აღმართული დროშა რაიხსტაგზე მე-2 მსოფლიო ომის დასასრულს და განაცხადა, რომ ამ გამარჯვების მემკვიდრე სწორედ რუსეთია.
“როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა – ამ შემთხვევაში, სწორედ იმ ორგანოთი, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად უჭირავს ხელში”, – დაწერა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს