ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სარდაფში მოხდა, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
წინასწარი ცნობით დაშავებულია 3 ადამიანი. ადგილზე მუშაობს პოლიცია და სახანძრო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.