ს ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

ფუტსალში ს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მოლდოვა 5:1 დაამარცხა.
დუბლი გიორგი ღავთაძემ შეასრულა, თითო-თითო გოლი არჩილ სებისკვერიძემ და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანეს, ერთი გოლი კი მეტოქემ საკუთარ კარში გაიტანა.
ჩვენი გუნდი 23 დეკემბერს სომხეთს შეხვდება.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
“რომა” “იუვენტუსს” სწორედ ამიტომ ვარჩიე” – გასპერინი
“ნაპოლისთვის” მზად არ არის” – მარადონა უმცროსმა “კვარას” შემცვლელი გააკრიტიკა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
საქართველო 10:1
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
საქართველო 5:0
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს