ერევანში ფაშინიანის საწინააღმდეგო დემონსტრაციას სტუდენტები შეუერთდნენ

ერევანში სტუდენტები შეუერთდნენ დემონსტრაციებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ს გადადგომის მოთხოვნით იმართება და რომელთა ლიდერია სომეხი არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. დემონსტრანტები ბლოკავენ ს ქუჩებს და აპროტესტებენ ტერიტორიის შესახებ სომხეთის მთავრობის შეთანხმებას აზერბაიჯანთან.
10 მაისს, ერთ დღეში მას მერე, რაც ერევნის ცენტრალურ მოედანზე ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა, გალსტანიანმა – რომელიც სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს – უნივერსიტეტების სტუდენტებს ფაშინიანზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა იგი თანამდებობიდან გადადგეს.
“ჩვენ ვესაუბრეთ პარლამენტის წევრებს. ისინი მზად არიან, გააგრძელონ ეს პროცესი, ის იურიდიულად დაასრულონ და შემდეგ საჭირო იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოვნა და, სავარაუდოდ, სახელი გამოცხადდება”, – თქვა გალსტანიანმა.
დემონსტრაციების ერევანში გამართვამდე, გალსტანიანი ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან ერევნისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას – ამ დოკუმენტით იკარგება კონტროლი ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა.
სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ და ევროკავშირი, ასევე – ფაშინიანი, რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი – სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, პარლამენტიც არალეგიტიმურია – მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს