ერევანში უცნობები კვლავ დაესხნენ თავს ერთადერთ სინაგოგას

სამშაბათს, 11 ივნისის ღამით უცნობი პირები ერევანში მდებარე სინაგოგას დაესხნენ თავს. ამის შესახებ სომხეთის ებრაული თემის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ტელეგრამის არხებზე განთავსებული ფოტოებზე მოჩანს ქვით ჩამსხვრეული ფანჯრის მინის ფრაგმენტები.
რელიგიურ ცენტრზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ ზიანის მიყენების მუხლით.
სომხეთის დედაქალაქში ერთადერთ სინაგოგაზე დღევანდელი თავდასხმა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ მეოთხეა, როდესაც მსოფლიოში ანტისემიტურმა განწყობებმა იფეთქეს.

ს მედია შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთის ხელისუფლების მხრიდან რეაქციის არარსებობის გამო. გამოცემები სოციალურ ქსელებში რაბინებისა და ისრაელელების მიმართ მუქარის შემთხვევებს იხსენებენ. თავდამსხმელები, რომლებიც შენობაში ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ, ამ დრომდე ვერ იპოვეს. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საუბარია სავარაუდოდ ტურისტზე, ს მოქალაქეზე, მაგრამ ამ ინციდენტის თაობაზე სხვა მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ.
· ისრაელი სამაგიერო ომს აწარმოებს ღაზის მმართველი ჰამასის წინააღმდეგ, რომლის წევრებმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანეს იერიში. ისრაელის მონაცემებით, ამ თავდასხმისას დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, ჰამასმა 250-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა. ღაზაში ტყვეობაში რჩება 100-ზე მეტი მძევალი.
· ისრაელმა დაიწყო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევა ღაზაზე, რასაც, ღაზის ჯანდაცვის მესვეურების მონაცემებით, ემსხვერპლა 37 000-ზე მეტი პალესტინელი.
· გაეროს უშიშროების საბჭომ 10 ივნისს მხარი დაუჭირა -ის პრეზიდენტის, ს მიერ განსაზღვრულ გეგმას ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში – და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის წევრებს მოუწოდა გეგმას დათანხმდნენ, რათა დასრულდეს რვა თვის განმავლობაში მიმდინარე ომი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება