ერევანში საპროტესტო აქციის ასზე მეტი მონაწილე დააკავეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრ ს გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, – ინფორმაციას მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში 113 ადამიანია გადაყვანილი“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, 9 მაისიდან, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, სომხეთის მთავრობის შენობასთან ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის და აზერბაიჯანისთვის გარკვეული სასაზღვრო ტერიტორიის გადაცემის პროცესის შეჩერების მოთხოვნით აქციები იმართება. საპროტესტო მოძრაობას სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.

ასევე დაგაინტერესებთ