ერევანში საპროტესტო აქციაზე 88 ადამიანი დააკავეს

ერევანში საპროტესტო აქციაზე 88 ადამიანი დააკავეს
დღეს დილით, სომხეთის პოლიციამ ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ს გადადგომას ითხოვენ.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 88 ადამიანი.
4 მაისს მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, სრულიად სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით, დაიწყო მსვლელობა სომხეთის ტავუშის რეგიონიდან და 9 მაისიდან ერევანში გამოაცხადა საპროტესტო აქციები სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით. მთავარეპისკოპოს ბაგრატს შეუერთდნენ სომხური ეკლესიის ყველა ეპარქიის წინამძღოლები, რომლებმაც სომხეთის სხვადასხვა რეგიონიდან დაიწყეს მსვლელობა.
მანამდე მიტინგზე მთავარეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.