ერევანში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი დაიწყო

ერევანში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში, ყაველაშვილის დელეგაციას სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.
როგორც ყაველაშვილი ფეისბუკზე წერს, ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს შემდეგ პირებთან:
· სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან;
· სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, – ერთ-ერთია იმ იშვიათ ლიდერთაგან, რომელმაც ყაველაშვილს გაპრეზიდენტება საჯაროდ მიულოცა;
· სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.
გარეგინ მეორე, – ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჩმიაძინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში – ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია.
ერევანში მიხეილ ყაველაშვილის დელეგაციაში არიან:
· პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე;
· საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია;
· პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ;
· დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი;
· ასევე, ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო