ერევანში მიმდინარე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიაღწევენ ფაშინიანის გადადგომას

ერევანში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ივნისს დემონსტრანტების ათზე მეტი კარავია გაშლილი, რითიც მოძრაობა გადაიკეტა – არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ს მთავრობის გადადგომას, აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დათმობაზე წასვლის გამო.
საპროტესტო დემონსტრაცია აპრილში, ჩრდილოაღმოსავლეთის პროვინცია ტავუშში დაიწყო, იმ ფონზე, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აწარმოებდნენ მძიმედ მილიტარიზებული საზღვრის დემარკაციის პროცესს, ერევანსა და ბაქოს მიერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ.
“ეს არის უნდობლობის გამოცხადების პირველი ნაბიჯი, ან იმპიჩმენტის პროცესის პირველი ნაბიჯი” – უთხრა გალსტანიანმა ჟურნალისტებს 10 ივნისს, ერთ დღეში მას მერე, რაც ერევანში მიმდინარე აქციის ათასობით მონაწილეს მოუწოდა ოთხდღიანი უწყვეტი პროტესტისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ