ერევანში გრძელდება ანტისამთავრობო აქცია

ერევანში პოლიციასთან შეტაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ კვლავ მოიყარეს თავი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა. ისინი პრემიერ-მინისტრ ს გადადგომას მოითხოვენ.
ფაშინიანი 13 ივნისს პარლამენტში უნდა მისულიყო ბიუჯეტის განსახილველად, მაგრამ სხდომა 14 ივნისისთვის გადაიდო. პარლამენტის შენობას პოლიციის კორდონი იცავს.
დემონსტრანტებს სათავეში უდგას არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელმაც კვლავ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი და დეპუტატები. მან თქვა, რომ “მათ არ აქვთ იდენტობა და პოლიციის უკან იმალებიან”.
სომხეთში მაისის დასაწყისიდან გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის და დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით.
გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების საფუძველზე ბაქომ დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი.
მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენის შემდეგ, ბაქომ და ერევანმა მოლაპარაკება დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის მისაღწევად დღის წესრიგში დადგა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხიც. 2024 წლის მარტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პროცესი დაიწყო. ამას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.