ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია იღებდა მონაწილეობას

2024 წლის 11-12 აპრილს ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი – დავით სიმონია იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დავით სიმონიამ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
„განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სამსახურში დანერგილმა ინოვაციურმა ციფრულმა პროგრამებმა, როგორიცაა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა (Case Bank), მობილური აპლიკაცია (Las Georgia) და ასევე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გამოიყენება კონსულტაციების გაწევისას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად დაეხმარება სომხურ მხარეს ზემოაღნიშნული საკითხების დანერგვასა და განხორციელებაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს