ერევანში -ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იმყოფება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო -ის დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელისონ ჰუკერი ხელმძღვანელობდა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით, პრემიერი მიესალმა ჰუკერის ვიზიტს სომხეთში და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
ფაშინიანის თქმით, პარტნიორობა აშშ-სთან ახალი კუთხით აღიქმება როგორც მთავრობის, ისე სომხური საზოგადოებისთვის.
ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა აშშ-ისა და პრეზიდენტ ს პირად წვლილზე აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებაში.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ იგი ეწვია ერევანს იმისთვის, რომ ხელი შეეწყო იმ ხედვის წინსვლას, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერმა ფაშინიანმა აგვისტოს შეხვედრებზე განსაზღვრეს.
ელისონ ჰუკერის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია თანამშრომლობის განსაზღვრა ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, რეგიონული ურთიერთკავშირებისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. მან ასევე აღნიშნა, რომ დაიწყო ორმხრივი სამუშაო ჯგუფების მუშაობა, რომლის მიზანია ისტორიულ სამიტზე მიღებული ორმხრივი შეთანხმებების შესრულება და „ტრამპის კურსის“ წინსვლა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.