ერევანი ვაშინგტონში ფაშინიანი-ალიევის შესაძლო შეხვედრას არც უარყოფს, არც ადასტურებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი გამოეხმაურა ვაშინგტონში ფაშინიანი-ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს და ვერ უარყოფს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება -ში დაგეგმილ ვიზიტს.
„მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამ ეტაპზე ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ.
ამ მომენტისთვის, როგორც იცით, ოფიციალური განცხადება არ გამოქვეყნებულა, ამიტომ ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გთხოვთ ჩათვალოთ დადასტურებულად მხოლოდ ოფიციალური განცხადების შემდეგ“, – აღნიშნეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან.
„წყაროების ცნობით, პარასკევს ტრამპი თეთრ სახლში ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევს უმასპინძლებს“, – წერს ალექს რაუფოღლუ, ვაშინგტონში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი “Facebook”-გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ