ერევანი: დონალდ ტრამპსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინოფრმაციით, ფაშინიანმა ტრამპს სატელეფონო ზარის დროს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორი ქვეყნის, ამერიკისა და სომხეთის ურთიერთობის შესახებ ესაუბრა.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო, როგორც ამერიკა-სომხეთის ურთიერთობები, ასევე რეგიონში არსებული ვითარება.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი 16 ნოემბერს შედგა, დამატებითი დეტალები კი უცნობია. ამ დრომდე, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ან მის გუნდს საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოღაიდელი: 6 ნოემბერს დავბრუნდი საქართველოში, მივლინებით ვიყავი საზღვარგარეთ, კავშირზე ვიყავი მინისტრებთანაც და პრეზიდენტთანაც. სააკაშვილს შევთავაზე შეხვედრა და მიმდინარე მდგომარეობის განხილვა, თუმცა, არ არის საჭიროო მოთხრა და წავედი სახლში…

ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას