ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ ხელი მოაწერა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ოქმი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა. ამ ნაბიჯით თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის შესვლა NATO-ში.