ერდოღანი ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო,
ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
სრულად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადებში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – აღორძინება და ბედნიერება“,- ნათქვამია ერდოღანის მილოცვაში, რომელსაც საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს“, – ნათქვამია ერდოღანის წერილში, რომელიც ნეტგაზეთს „ქართულმა ოცნებიდან“ მიაწოდეს.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი, საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩია. ყაველაშვილის არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, ვინაიდან მათი განცხადებით 2024 წლის საპარლამენტო ს შედეგები გაყალბებულია, აქედან გამომდინარე პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის არჩევასაც არ გააჩნია ლეგიტიმაცია.
ამასთან, დასავლელი პარტნიორების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ა.
ამ დრომდე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, თურქეთის პრეზიდენტის გარდა, მიულოცეს აზერბაიჯანის, სომხეთის და სერბეთის პრეზიდენტებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი