“ზანგეზურის დერეფანი ერთგვარი შერიგების პროექტია თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის”, – როგორც Trend-ი ავრცელებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ თავის გამოსვლაში.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
მისი თქმით, “ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელების შედეგად თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გავა”.
ერდოღანის განცხადებითვე, 224-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომლის ფუნდამენტიც 22 აგვისტოს ჩაიყარა, თურქეთისთვის საამაყოა. ამ დერეფნის გამტარუნარიანობა წელიწადში 5,5 მილიონი მგზავრი და 15 მილიონი ტონა ტვირთი იქნება.
