31 მარტის თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში უდიდეს ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თურქეთის მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ოცზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის უდიდეს 5 დასახლებაში: სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ბურსასა და ანტალიაში.
სტამბოლში, ხმების 99.98%-ის დათვლის შემდეგ ექრემ იმამოღლუს, ქალაქის მოქმედ მერს ხმების 51.09% აქვს მიღებული, მის კონკურენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან კი 39.59%. დედაქალაქ ანკარაში, ხმების 99.93%-ის დათვლის შემდეგ ქალაქის მოქმედი მერი მანსურ იავაში 60.35%-ით ლიდერობს, სგპ-ს განდიდატს კი მხოლოდ 31.69% აქვს აღებული.
სრპ-ს კანდიდატებმა იზმირში, ბურსასა და ანტალიაში ასევე 40%-ზე მეტი ხმა მიიღეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ქვეყანაში “დემოკრატიამ გაიმარჯვა”.