ერდოანი 21 მაისს უნგრეთს ეწვევა OTS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი 21 მაისს უნგრეთს ეწვევა. ის ბუდაპეშტში მონაწილეობას მიიღებს თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTS) არაფორმალურ სამიტში და გამართავს ორმხრივ სამუშაო შეხვედრებსაც.
თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ბუდაპეშტის სამიტის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები OTS-ის ინსტიტუციური სტრუქტურის გასაძლიერებლად და მიიღება არაერთი დოკუმენტი, მათ შორის მოსალოდნელია „ბუდაპეშტის დეკლარაციის“ მიღებაც.
სამიტის თემაა „აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის წერტილი“. არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთისა და უზბეკეთის ლიდერები, აგრეთვე დამკვირვებელი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის გენერალური მდივანი – კუბანიჩბეკ ომურალიევი, რომელიც მანამდე თურქეთში ყირგიზეთის ელჩი იყო. პირველად ხდება, რომ OTS-ის სამიტს დამკვირვებელი ქვეყანა მასპინძლობს.
თურქულენოვანი ქვეყნების ორგანიზაცია – OTS 2009 წელს დაფუძნდა. პირველი სამიტი 2011 წელს ყაზახეთში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)