ერდოანი ხუთშაბათის მოლაპარაკებებზე: შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ახლა გაიღო, არ უნდა გაიფლანგოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ს. ამ საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ როგორც ერდოანის, ისე ზელენსკის პრესსამსახურები.
თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, “აღინიშნა, რომ რუსეთსა და ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ნება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, აღმოუჩინოს აუცილებელი მხარდაჭერა პროცესის ყველა ფაზას”.
გარდა ამისა, რეჯეპ ტაიპ ერდოანს აღუნიშნავს, რომ “ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნიდა აუცილებელ გარემოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან დასძინა, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ახლა გაიღო, არ უნდა გაიფლანგოს”.
უკრაინა-ს მოლაპარაკებების პერსპექტივაზე თურქეთის პრეზიდენტმა 12 მაისს მთავრობასთან გამართული შეხვედრის შემდეგაც ილაპარაკა:
“2022 წლის მარტში ჩვენ ძალიან მივუახლოვდით რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების გზის პოვნას. თუმცა ჩვენს ძალისხმევას ხელი შეუშალეს ომის მესვეურებმა. სამწუხაროდ, ამისი ფასი უმეტესწილად გადაიხადა მშვიდობიანმა მოსახლეობამ, ბავშვებმა და ქალებმა. ამ ეტაპზე რუსეთი, უკრაინა, და ევროპა შეთანხმდნენ მოლაპარაკებების განახლებაზე. ჩვენ, როგორც ქვეყანამ, რომელსაც ყველა მხარე ენდობა, კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებებს და მოხარულები ვიქნებით, ვუმასპინძლოთ მოლაპარაკებებს. ამ მოლაპარაკებებით გაიხსნა შესაძლებლობის ახალი ფანჯარა. გვჯერა, ამჯერად ეს შესაძლებლობა არ გაიფლანგება”.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, “უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთნაირად ხედავენ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა უზრუნველყონ შესაბამისი მონიტორინგი, რისთვისაც თურქეთი მზად არის”.
12 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა 15 მაისს, ხუთშაბათს, თურქეთში ჩასვლა და საზოგადოებას ურჩია, “არ დააკნინონ” ხუთშაბათის მოლაპარაკებების მნიშვნელობა. მის ამ განცხადებას მალევე დადებითად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
11 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის, მოლაპარაკებები 15 მაისიდან დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმებოდა 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას.
11 მაისს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე დღისათვის (12 მაისისთვის) ელოდებოდა ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შექმნილიყო, თავად კი გამოთქვა მზადყოფნა, 15 მაისს “პირადად” დალოდებოდა პუტინს თურქეთში.
ფორუმი