ერდოანი გერმანიაში ჩავიდა – სტუმარსა და მასპინძლებს შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობაა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი გერმანიაში ჩავიდა პირველად ბოლო სამ წელიწადში.
გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრების თემებია ახლო აღმოსავლეთის ომი, მიგრაცია და გერმანიაში უდიდესი, თურქული გავლენის ქვეშ მყოფი ისლამური კავშირის, „დითლიბის“ როლი.
გერმანიაში ერდოანის ხანმოკლე ვიზიტი თავიდანვე სადავო იყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასაწყისშივე ს მიმართ მისი გამოთქმების გამო.
მან ისრაელს ბრალი დასდო ღაზის სექტორში „გენოციდში“ და „ჰამასს“, რომელიც -სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა.
გერმანიის კანცლერმა ერდოანის გამონათქვამები უარყო როგორც „აბსურდი“.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, აიდან იუზუსი თვლის, რომ ვიზიტი შეიცავს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის განმუხტვის შესაძლებლობას, რომ ერდოანს კონტაქტები აქვს „ჰამასთან”, და შეეძლებოდა დამაშოშმინებლის როლი ეთამაშა.
მისი აზრით, მიუხედავად აზრთა ამგვარად დიდი სხვადასხვაობისა, ასეთი კონფლიქტურ დროს მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება. თურქეთის პრეზიდენტმა ამ კვირაში ისრაელს “ტერორისტული სახელმწიფო” უწოდა და „ჰამასი“ დაიცვა.
გერმანიაში ებრაელთა ცენტრალურ საბჭოს თავმჯდომარემ, შუსტერმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობისგან მკაფიო სიტყვებს მოელის: კანცლერმა შოლცმა და პრეზიდენტმა შტაინმაიერმა სრულიად აშკარად უნდა უარყონ, თუ ერდოანი მსგავს პოზიციას გერმანიაშიც გამოხატავს, თქვა შუსტერმა.