ერდოანი ასადს იწვევს თურქეთ-სირიის კავშირების აღსადგენ მოლაპარაკებაზე

თურქეთი “ნებისმიერ დროს” გაუგზავნის მიწვევას სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შესაძლო მოლაპარაკებებზე, რომლითაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის კავშირები უნდა აღდგეს – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 7 ივლისს.
“ჩვენ მოწვევას გავუგზავნით [ასადს]; ამ მოწვევით გვსურს თურქეთ-სირიის კავშირები უწინდელ დონეზე აღვადგინოთ. ჩვენი მოწვევა ნებისმიერ დროს იქნება მოქმედი” – თქვა ერდოანმა, თურქეთის მედიაში გავრცელებული მისი ინტერვიუს ტექსტის თანახმად.
თურქეთმა სირიასთან კავშირი 2011 წელს გაწყვიტა, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ – რომელშიც თურქეთი მხარს უჭერდა ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს