ერდოანის თქმით, კვიპროსი გაყოფილი უნდა დარჩეს

13 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ გააგრძელებენ “გულწრფელ ძალისხმევას” და “კუნძულზე მცხოვრები ორი ხალხი მშვიდობიანად, კეთილდღეობითა და უსაფრთხოებით იცხოვრებს”.
ერდოანი მასპინძლობდა კუნძულის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალ ლიდერს, რომელსაც ანკარა უჭერს მხარს და რომელიც გაერთიანების მომხრე იყო.

ოქტომბერში ჩრდილოეთ კვიპროსის გამოყოფილმა ტერიტორიამ, რომელსაც მხოლოდ თურქეთი აღიარებს, დიდი უპირატესობით მისცა ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, ყოფილ პრემიერმინისტრ თუფან ერჰურმანს. ანკარის მიერ არჩეული ლიდერის ერსინ თათარის პრეზიდენტობის ვადა სრულდება.

ერჰურმანი მხარს უჭერს ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულის გაერთიანებას, რომელიც 1974 წლიდან არის გაყოფილი. იგი კვიპროსელ ბერძნებთან მოლაპარაკებების განახლების მოთხოვნით გამოდიოდა.
თუმცა ხუთშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა – მას შემდეგ, რაც მიიღო ერჰურმანი თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს – განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ კვიპროსის საკითხის ყველაზე რეალისტური გადაწყვეტა კუნძულზე ორი სახელმწიფოს თანაარსებობაა“.
„ჩვენ კვლავაც ვრჩებით იმ აზრზე, რომ შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტა, რომლის ფარგლებშიც კუნძულზე მცხოვრები ორი ხალხი მშვიდობიანად, კეთილდღეობითა და უსაფრთხოებით იცხოვრებს გვერდიგვერდ და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გულწრფელ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – თქვა ერდოანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ერჰურმანმა განაცხადა, რომ კვიპროსელი თურქი ხალხი კვიპროსის ორი თანასწორი დამფუძნებელი პარტნიორიდან ერთ-ერთი იყო.
კუნძულის გაყოფილი სტატუსის მოგვარების მიზნით გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო, მნიშვნელოვანი რაუნდი შვეიცარიაში 2017 წელს ჩაიშალა.
ორივე მხარის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ ივლისში, გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ამ მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული” უწოდა.
ფორუმი