ერგნეთში IPRM-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება

საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.
ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის მხრიდან, 121-ე შეხვედრაზე კვლავ განხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები და საზღვრის დარღვევის სტატისტიკა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ბოლო შეხვედრის შემდეგ.
ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაცია, ტრადიციულად, სოფელ უისტაში (წნელისი) საქართველოს პოლიციის “უკანონო პოსტის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოხსნის საკითხს დააყენებს”.
შეხვედრები IPRM ფორმატში იმართება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ეხება კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს. დიალოგში მონაწილეობენ სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო], ს, საქართველოს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია