ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განუცხადა, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.
„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე. ასევე, საუბარი შეეხება საანგარიშო პერიოდში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს, რომლებიც 19 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში, ჯამში, ე.წ. ბორდერიზაციის 11 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის: ნოემბერში 1, დეკემბერში 3, იანვრის თვეში 2 და თებერვალში 5“, – განაცხადა ირაკლი ანთიძემ.