ერაყში სახალხო მობილიზაციის ძალების შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი სამხედრო დაიღუპა

ერაყში სახალხო მობილიზაციის ძალების შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ადგილობრივ პოლიციასა და უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაღდადში სახალხო მობილიზაციის ძალების, ჰაშედ ალ-შააბის შტაბ-ბინაზე, რომელსაც მხარს ირანი უჭერს, შეტევა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.
ჰაშედ ალ-შააბის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჰაშედის სამი წევრი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
ერაყის პოლიციამ განაცხადა, რომ იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება განეხორციელებინა შეტევა მათ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ