Reuters-ის ცნობით, ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ. როგორც სააგენტო ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, საავიაციო ბაზა აინ-სა-ასადზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. სამხედროებმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაზის მიმართულებით, რომელსაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციური ძალები იყენებენ, 10-მდე რაკეტა გაისროლეს.
ცნობისთვის, ერაყში ამერიკულ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, როდესაც სირიის დედაქალაქზე დარტყმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 5 წევრი მოკლეს. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაიმუქრა.