ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმას 5 ბოევიკი ემსხვერპლა

აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერაყის ქალაქ კირკუკთან ხუთი ერაყელი ბოევიკი დაიღუპა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ერაყში ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულია მათი ხუთი წევრი და რომ აშშ-ის ძალებზე შურს იძიებენ.
აშშ-ის სამხედრო ძალებში ადასტურებენ, რომ დარტყმა გარდაუვალი საფრთხისგან თავდაცვის მიზნით განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა კვირას, აშშ-ის ძალებზე რამდენიმე თავდასხმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
ერაყის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 17 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ვაშინგტონის მიერ ისრაელის მიმართ მხარდაჭერის გამო აშშ-ის ძალებზე განხორციელებულ 70-ზე მეტ თავდასხმაზე აიღეს პასუხისმგებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…