ერაყში აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ – თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა წინააღმდეგობამ” აიღო

ერაყში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა “ისლამურმა წინააღმდეგობამ” აიღო.
ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით, მასიური შეტევა ალ ასადის სამხედრო ავიაბაზაზე გუშინ განხორციელდა, რომლის შედეგად როგორც ამერიკელი, ისე ერაყელი სამხედროები დაშავდნენ. დაშავებულების რაოდენობა, ამ ეტაპზე, არ დაზუსტებულა.
ეს იყო 53-ე შემთხვევა, -ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც პროირანულმა ჯგუფებმა ერაყში ამერიკელების ბაზებს შეუტიეს. ასეთივე თავდასხმები ამერიკულ ბაზებზე სირიაშიც ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე