ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს

ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს. ამერიკული ბაზების წინააღმდეგ რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს.
-სა და საერთაშორისო ძალებს თავს დაესხნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ორ ადგილას. სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმა ასევე განხორციელდა ერაყში, ბაღდადის დასავლეთით, აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზასა და ერბილის აეროპორტის მახლობლად განლაგებულ ბაზაზე.
თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ირანთან დაკავშირებული შეიარაღებულ ჯგუფი ბაღდადის სამხრეთით, რასაც დაჯგუფების რვა წევრი ემსხვერპლა.
მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამური წინააღმდეგობის“ ძალებმა აიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომელია, რადგან 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა! – თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება

ალენ ბერსე – საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა – იმედი მაქვს, ძალიან მალე მექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომ ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კვლავ სწორი მიმართულებით მოძრაობისთვის