ერაყის პრემიერ-მინისტრი – ერაყს ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გასვლა სურს

ერაყს ქვეყნიდან -ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გასვლა სურს, – ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა განაცხადა.
„აუცილებელია ამ ურთიერთობის რეორგანიზაცია, რადგან იგი რომელიმე მხარის, შიდა თუ გარე, ერაყისა და რეგიონის სტაბილურობის შერყევის მიზანი არ აღმოჩნდეს. მოდით კოალიციის გასვლის ვადაზე შევთანხმდეთ, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, სწრაფი უნდა იყოს, რათა ისინი აქ დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩნენ და თავდასხმები არ განმეორდეს“, – განაცხადა ალ-სუდანმა.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს, რადგან ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელების საფრთხე არსებობს.
„ღაზაში ომის დასრულება ერთადერთი გამოსავალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მსოფლიოსთვის მგრძნობიარე რეგიონში, რომელიც ენერგეტიკული რესურსების დიდ მარაგს ფლობს, კონფლიქტის არეალის გაფართოებას ვიხილავთ“, – აღნიშნა ერაყის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს