ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ შია ალ-სუდანი უარყოფს ისრაელის განცხადებას, რომ ქვეყანაზე თავდასხმის დროს ზოგიერთი რაკეტა ერაყის ტერიტორიიდან გაუშვეს.
”იმ სამხედრო ანგარიშებით, რაც მივიღეთ, არ დასტურდება, რომ ერაყიდან რაკეტა ან დრონი გაუშვეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მკაფიოა : არ ვაძლევთ უფლებას არცერთ არასამთავრობო ორგანოს გამოიყენოს ერაყი ბრძოლაში დასაბრუნებლად. ვიყენებთ სამართლებრივ პროცედურებს ერაყის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ერაყის კონფლიქტიდან დისტანცირების მიზნით,” – განაცხადა ალ-სუდანმა CNN-თან ინტერვიუში
ერაყის პრემიერი ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.