ერაყის მთავრობამ სამხედრო პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმები დაგმო

ერაყის მთავრობამ სამხედრო პოზიციებზე -ის საჰაერო თავდასხმები დაგმო, – ამის შესახებ განცხადებას ერაყის მთავრობა ავრცელებს.
„ერაყის მთავრობა გმობს იმას, რაც დღეს დილით მოხდა, რომლის დროსაც ერაყის სამხედრო ობიექტებზე ამერიკულმა მხარემ თავდასხმები განახორციელა. ეს ნამდვილად მტრული აქტია. იგი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების მტკიცე ორმხრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ერაყთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ამერიკული მხარის განზრახვას უპირისპირდება“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ერაყის მთავრობის ცნობით, ამერიკელების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე და 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა, ხოლო ს ბრძანებით აშშ-მა საპასუხო დარტყმები განახორციელა.