„ეპ ჯორჯია გენერაცია“ ძევრულა ჰესის სადაწნეო გვირაბის ნაწილობრივი რემონტის პროექტის მომზადებაზე ფასთა გამოკითხვას აცხადებს

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ძევრულა ჰესი-ს სადაწნეო გვირაბის ნაწილობრივი რემონტის პროექტის მომზადებაზე ფასთა გამოკითხვას აცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს.
„შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიები უნდა დაგვიკავშირდნენ 10.03.2025-ს ჩათვლით ელ-ფოსტაზე: [email protected].
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე დაინტერესებულმა კომპანიებმა, უნდა გამოაგზავნონ პრეზენტაცია მათი კომპანიის შესახებ და დოკუმენტაცია შესაბამისი გამოცდილების შესახებ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.