ეპისკოპოსი საბა ინწკირველი – დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისკენ

დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისკენ და ანალიზისკენ, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი „ფეისბუქზე“ წერს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის არჩევანია, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი და ეს არჩევანი უნდა იყოს დაფასებული ყველას მიერ.
„მსურს, გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია.
მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!
ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისკენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას.
მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა მთელი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რაც ვიტყოდი იყო საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება. ახლაც, ჩვენი მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებას საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის!”, – აცხადებს ეპისკოპოსი საბა ინწკირველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება