ეპილეფსიისა და ცერებრული დამბლის მკურნალობის ინოვაციური მეთოდები თურქეთში – Acıbadem-ში

პედიატრიული ნეიროქირურგია ვიწროდ სპეციალიზებული სფეროა და ამდენად მთელს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კლინიკა სთავაზობს ბავშვებს სათანადო მკურნალობას, Acıbadem-ზე მომართვიანობის მნიშვნელოვანი წილი მოდის. კერძოდ კი Acıbadem-ის პედიატრიულ ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში ყოველწლიურად 600-მდე ოპერაცია უტარდებათ ახალშობილებსა და ბავშვებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენი კვალიფიკაცია მხარდაჭერას სთავაზობს პაციენტების იმ ორ ძირითად ჯგუფს, რომელთათვისაც საჭირო კომპლექსური მკურნალობა ხელმისაწვდომი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ცენტრშია. ეს დაავადებებია: ეპილეფსია და ცერებრული დამბლა.
ეპილეფსიური გულყრების შეჩერება ბავშვებში
ეპილეფსია რთული დაავადებაა, რომელიც ხშირად გვხვდება ბავშვებში და ხასიათდება გულყრებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ეპილეფსიის სამკურნალო ძირითადი მეთოდით მკურნალობა როგორც წესი გულყრების პრევენციას მედიკამენტების გამოყენებით გულისხმობს, თუმცა შემთხვევების 30%-ში ადგილი აქვს მედიკამენტებისადმი რეზისტენტულობას. ასეთ დროს, არცერთი ტიპის ანტიეპილეფსიური წამლის გამოყენება არ არის ეფექტური.
ასეთ შემთხვევებში შესაძლოა მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდეს ეპილეფსიის ქირურგიული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა თავდაპირველად აუცილებელია შეფასდეს, დასაშვებია თუ არა კონკრეტული ბავშვისათვის ქირურგიული ჩარევა. ჩვენს კლინიკაში ტარდება თავის ტვინის დეტალური 3 Tesla MRI და საჭიროების შემთხვევაში – PET სკანირება. ასევე გამოიყენება ვიდეო EEG, რომლის დროსაც ბავშვებს 48 საათის მანძილზე EEG განყოფილებაში უწყვეტად უმონიტორინგდებათ ტვინის ელექტრული აქტივობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით კი თუ ქირურგიული ოპერაცია დაინიშნება – ხელმისაწვდომია სამი ძირითადი ტიპის ოპერაცია:
· რეზექტიული ქირურგია – გულისხმობს იმ უბნის ამოკვეთას თავის ტვინში, რომელიც იწვევს გულყრებს;
· დისკონექციური ქირურგია – ითვალისწინებს ეპილეფსიური ზონის სიგნალების გავრცელების გზების გადაჭრას;
· ვაგუსის ნერვის სტიმულაცია – გულისხმობს ელექტროდების მოთავსებას ტვინში და იმპლანტის ჩანერგვას, რომელიც დაარეგულირებს ტვინის სიგნალებს და აჩერებს ელექტრული აქტივობის გავრცელებას.
სათანადო ქირურგიული მიდგომის გამოყენებით, შესაძლებელია გულყრების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება ან სრულად შეჩერება. ვინაიდან ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობისათვის მოითხოვება სპეციალიზებული დიაგნოსტიკური საშუალებები და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები, გუნდში კი აუცილებლად უნდა შედიოდეს პედიატრიული ნეიროქირურგი და ეპილეფსიოლოგი (პედიატრიული ნევროლოგი, რომელიც სპეციალიზებულია ეპილეფსიის სფეროში) – დაავადების მკურნალობა მსოფლიოში ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში.
კეტოგენური დიეტა ეპილეფსიის სამკურნალოდ
Acıbadem-ში ეპილეფსიას კომპლექსურად ვმკურნალობთ. მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებთან ერთად კეტოგენური დიეტა გამოიყენება, როგორც მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ეპილეფსიის მართვის ეფექტური მეთოდი. აღნიშნული დიეტა წარმოადგენს დაბალი ნახშირწყლების, ზომიერი რაოდენობის ცილებისა და ცხიმით მდიდარი საკვების კომბინაციას, რაც ხელს უწყობს გულყრების კონტროლს. ყველა საკვები მზადდება ზუსტი მითითებით, რაოდენობები იზომება სპეციალური ფორმულებით და იწონება გრამების სიზუსტით. დიეტის მიმდინარეობისას რეგულარულად კონტროლდება სისხლში შაქრისა და კეტონების დონე. მოცემული მეთოდი ამცირებს გულყრების სიხშირესა და სიმძიმეს, შესაძლებელია ასევე ამ სიმპტომისგან სრულად გათავისუფლებაც.
ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების ცხოვრებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება
ცერებრული დამბლა ნევროლოგიური დარღვევაა, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს სხეულის გადაადგილებისა და შემაგრების უნარებზე, კუნთების კოორდინაციასა და ზოგ შემთხვევაში – გონებრივ შესაძლებლობებზეც. აღნიშნული დაავადების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა სპასტიკურობა, იგივე კუნთების დაჭიმულობა და უნებლიე შეკუმშვა. ასეთ დროს, ბავშვებს უძნელდებათ სიარული და ახასიათებთ უკონტროლო მოძრაობები. Acıbadem-ში გთავაზობთ დაავადების ქირურგიულად მკურნალობასა და სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო პროგრამებს, რომელთა შედეგადაც მცირდება კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი, ხოლო მოძრაობის ხარისხი, წონასწორობა და მოტორიკა უმჯობესდება. შედეგად კი ბავშვების ცხოვრებისა და დამოუკიდებლობის ხარისხიც დადებითაც იცვლება.
ცერებრული დამბლის მკურნალობისთვის რამდენიმე განსხვავებული ქირურგიული მეთოდი არსებობს. ყოველი ბავშვი ინდივიდუალურად ფასდება, ხოლო მკურნალობის პერსონალიზებული გეგმა განისაზღვრება მას შემდეგ რაც ბავშვის მდგომარეობა ინდივიდიუალურად შეფასდება. პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამკურნალო დანიშნულება პედიატრიული ნეიროქირურგების, ნევროლოგების, ორთოპედების, ფიზიოთერაპევტებისა და რადიოლოგებისგან შემდგარი გუნდის მიერ ერთობლივად მუშავდება.
თუ სპასტიკურობა ლოკალურია და მხოლოდ სხეულის ნაწილს ეხება – შესაძლებელია დაინიშნოს ბოტულინის ტოქსინის ინექცია ან შერჩევითი ნეიროტომია. ზოგადი სპასტიკურობის სამართავად კი სელექციური დორსალური რიზოტომია, პალიდოტომია და ბაკლოფენის ტუმბოს იმპლანტი გამოიყენება.
· ბოტულინის ტოქსინი – სპასტიკურობის შესაჩერებლად, შეჰყავთ დაჭიმულ კუნთებში ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ.
· სელექციური ნეიროტომია – გულისხმობს ნერვის იმ ფასციკულების დეაქტივაციას, რომლებიც სპასტიკურ კუნთს ინერვირებენ. როგორც წესი ხშირად გამოიყენება მასინ როდესაც ბოტულინის ტოქსინი საკმარისად ეფექტური არ არის ლოკალური სპასტიკურობის სამართავად.
· სელექციური დორსალური რიზოტომია (SDR) –სპასტიკურობის გამომწვევი ზურგის ტვინის ნერვების ნაწილობრივი დეაქტივაცია. ოპერაციის დროს შერჩეული ზურგის ტვინის სენსორული ნერვი სამუდამოდ ითიშება, რაც თავის მხრივ ამცირებს სენსორულ რეაქციას, რის შედეგადაც მცირდება სპასტიკურობა.
· ბაკლოფენის ტუმბო – მუცლის არეში კანქვეშ ქირურგიულად მოთავსებული ინტრატეკალური ტუმბო (მოწყობილობა), რომელიც სპასტიკურობის საწინააღმდეგო წამალს უშუალოდ ზურგის ტვინის სითხეს აწვდის;
· პალიდოტომია – გამოიყენება მწვავე შემთხვევებში ტკივილის შესამსუბუქებლად და პაციენტზე ზრუნვის გასამარტივებლად.
ჩამოთვლილი ქირურგიული ჩარევები Acıbadem-ის პედიატრიულ ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში უკვე 25 წელია რაც ტარდება და დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 2,000-მა ბავშვმა იმკურნალა.
ფიზიო თერაპიის მნიშვნელობა ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვისფიზიო თერაპიადა რეაბილიტაცია ცერებრული დამბლის მკურნალობისმნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად როგორც წესი ოპერაციამდე ან მის შემდეგ ინიშნება. Acıbadem-ში ფუნქციონირებს სპეციალური ფიზიოთერაპიის განყოფილება, რომელიც ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების საჭიროებებზეა მორგებული.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. , ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)