„ენჯეოები“ შშმ პირებს პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ დონორებისგან მიღებულ თანხებს გამჭვირვალეს გახდიან, მათ ვეღარ დააფინანსებენ

„ენჯეოები“ შშმ პირებს პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ დონორებისგან მიღებულ თანხებს გამჭვირვალეს გახდიან, მათ ვეღარ დააფინანსებენ
„[იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ პოლიტიკაში გარე ძალების მიერ გადმორიცხული გაუმჭვირვალე ფინანსები ტრიალებს], დღის წესრიგში დგება საკითხი, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები”, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ს თქმით, „ენჯეო“ სექტორი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„გასაგებია, რომ „ენჯეო“ სექტორის ნაწილი დადებით პროცესებშიც მონაწილეობს, მაგრამ ის, რომ ამ საკითხით სპეკულირებენ, მიუღებელია. „ენჯეოები“ შშმ პირებს პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თუ დონორებისგან მიღებულ თანხებს გამჭვირვალეს გახდიან, მათ ვეღარ დააფინანსებენ. ეს კი სიცრუე და დეზინფორმაციაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Next: ჩვენ პირობა გვქონდა, რომ კანონს არ დავბრუნებოდით, მათ არათუ პირობა ჰქონდათ, ფაქტობრივ მოცემულობად ასაღებდნენ იმას, რომ [ფინანსები] გამჭვირვალეა, რამდენი მაგალითი დავასახელეთ, რომ პირიქით, გაუმჭვირვალეა

ასევე დაგაინტერესებთ

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში