აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ტრამპმა საიდუმლო მასალებზე წვდომა შეუჩერა ბაიდენის ადმინისტრაციის გენერალური პროკურორის მოადგილეს, ლიზა მონაკოს, რომელმაც ხელი შეუწყო კაპიტოლიუმზე 6 იანვარს განხორციელებული შტურმის საქმეზე სახელმწიფო დეპარტამენტის რეაგირების კოორდინაციას. ტრამპმა იგივე გადაწყვეტილება მიიღო ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორთან, ლეტიცია ჯეიმსსა და მანჰეტენის საოლქო პროკურორის, ალვინ ბრეგთან დაკავშირებითაც, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებებს ხელმძღვანელობდნენ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა და მისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ბრიფინგები შეწყვიტა. მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული პრეცედენტი 2021 წელს შექმნა, როდესაც მას ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა.
