ენტონი ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის ისრაელისა და უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა

ენტონი ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.
„ასევე, მათ წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობა განიხილეს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 4 პირის საქმეზე – შევისწავლით სამედიცინო დოკუმენტაციას, რამდენად შეუთავსებელია ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და მივიღებთ გადაწყვეტილებას