ენტონი ბლინკენმა სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა

ენტონი ბლინკენმა სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
The Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეუთო-ს მინისტერიალის შეხვედრის წინ გამართულ ვახშამზე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა და მას სკოპიეს მიერ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქიდან, ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა, სადაც 7 ოქტომბრის “ჰამასის” თავდასხმების შემდეგ, ეს მისი მესამე ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ევროკომისიის წერილზე – ერთადერთი „კოზირი“, რაც აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და რა გზით? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით