ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა

ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა.
„ვენესუელელმა ხალხმა 28 ივლისს თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვა და ედმუნდო გონსალესი არჩეული პრეზიდენტი გახადა. დემოკრატია ამომრჩეველთა ნების პატივისცემას მოითხოვს“, – წერს -ის სახელმწიფო მდივანი, სოციალურ ქსელში.
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა გონსალესს „გუაიდო 2.0“ უწოდა.
„კიდევ ერთი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც თავის მარიონეტებთან ერთად ვენესუელის დემოკრატიის დამხობა ვერ შეძლო“, – განაცხადა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოგვიანებით, ქვეყნის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს