ენტონი ბლინკენმა და საუდის არაბეთის პრინცმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ს პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ღაზაში ომის დასრულების შესახებ რეგიონული კოორდინაციის საკითხი და ომის შემდგომი პერიოდის ღაზის სექტორთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, ერ-რიადიში გამართული შეხვედრის დროს ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ღაზის სექტორის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისა და კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციის მნიშვნელობაზე. მათ ხაზი გაუსვეს რეგიონში დაძაბულობის შემცირების, მათ შორის წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების შეწყვეტის, გადაუდებელ აუცილებლობას.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა. საუდის არაბეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა. „ჰამასის“ მიერ ს წინააღმდეგ განხორციელებული 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეხუთე ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ