ენტონი ბლინკენი: NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდამჭერ ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტი კიდევ უფრო გაამყარებს კავშირებს სა და ალიანსს შორის და უკრაინის მხარდამჭერი “ძალიან ძლიერი” პაკეტი დააანონსა.
“ჩვენ გავწიეთ დიდი სამუშაო ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში და მე ვფიქრობ, თქვენ NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ. უფრო ფართო ჭრილში, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება, რომ ძლიერად დადგეს ფეხზე სამხედრო, ეკონომიკური, დემოკრატიული თვალსაზრისით და ჩვენ ძალიან კარგ გზას ვადგავართ”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული ქვეყნის წარმატება არის საუკეთესო პასუხი აგრესიაზე, რომელსაც აგრძელებს ს ფედერაცია და პრეზიდენტი მის წინააღმდეგ.
“მათ შორის, სულ რაღაც 24 საათის წინანდელი თავდასხმა ს უმსხვილეს ბავშვთა საავადმყოფოზე. საავადმყოფოზე, რომელშიც მე ვიმყოფებოდი რამდენიმე წლის წინ, მოვინახულე ბავშვები, რომელთაგანაც ზოგიერთი რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა… განსაკუთრებით საშინელია, რომ ჩვენ ვნახეთ თავდასხმა ამ საავადმყოფოზე. მაგრამ ეს მხოლოდ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აგრესია გრძელდება”, – აღნიშნა მან.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების და მსოფლიოს ათობით ქვეყნის ერთგულება უკრაინის მხარდასაჭერად გაგრძელდება.