ენტონი ბლინკენი – შეშფოთებულები ვართ, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებას არ ასახავს

შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებასა და მათ მიერ მიცემულ ხმებს არ ასახავს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ ვენესუელას საარჩევნო კომისიის განცხადება ვნახეთ. სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებასა და მათ მიერ მიცემულ ხმებს არ ასახავს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით