ენტონი ბლინკენი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, “ჰამასის” ახალ ლიდერს, იაჰია სინვარს აქვს ძალაუფლება უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ღაზაში ომის შეჩერება და მძევლების გათავისუფლება.
„ის იყო და რჩება გადაწყვეტილების მთავარ მიმღებად, როდესაც საქმე ეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და მისი მიღწევის მცდელობა დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ირანთან დაძაბულობა მას საფრთხეს უქმნის.
„მიგვაჩნია, არ არსებობს მიზეზი, რომ არ დასრულდეს, არ დასრულდეს სწრაფად. ნამდვილად დროა, რომ ყველა მონაწილე მხარემ დაასრულოს შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ცნობისთვის, „ჰამასმა“ პოლიტიკური ბიუროს ახალ ხელმძღვანელად იაჰია სინვარი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე თეირანში მოკლულ ისმაილ ჰანიეს შეცვლის.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”