– უმკაცრესად ვგმობთ ირანის თავდასხმას – გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას

-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მომდევნო საათების და დღეების განმავლობაში კონსულტაციებს გამართავს.
უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს“,- აღნიშნა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99%-ი მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმის დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…