ენტონი ბლინკენი: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ს თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს. ეს განცხადება მან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართული ოცნების დემოკრატიული უკუსვლა “ღრმად შემაშფოთებელია” და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება, ასევე მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარების შეჩერება ქართული ოცნების ქმედებების, მათ შორის, ს შედეგია, რომელმაც “ბევრი კითხვა გააჩინა”.
“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსთან დაკავშირებითაც. ორივემ – საფრანგეთმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაინახეს დემოკრატიული უკუსვლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. და არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, ასევე, უკან დახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან – ააშენონ მომავალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან.
მას შემდეგ, რაც ვნახეთ ეს უკუსვლა, მას შემდეგ, რაც ვნახეთ ხალხის მკაფიო ნების წინააღმდეგ მთავრობის ქმედებები, ვნახეთ არჩევნები, რომელმაც გააჩინა ბევრი კითხვა, ვნახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს, ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც გადავდგით ნაბიჯები.
ჩვენ სანქციები დავუწესეთ პარტია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებს. ჩვენ გავაჩერეთ ამერიკული დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ეუთო-ში თითქმის ყველა პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან ერთად ავამოქმედეთ ვენის მექანიზმი ეუთო-ში, რათა ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოხატვისა და ქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს.
მე ვფიქრობ, თქვენ ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას -ს, საფრანგეთსა და სხვა ბევრ ქვეყანას შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან”, – თქვა ენტონი ბლინკენმა.