ენტონი ბლინკენი რუსეთზე აშშ-ის იარაღით თავდასხმების აკრძალვაზე – მოვახდენთ ჩვენი პოზიციის საჭიროებისამებრ ადაპტირებას და კორექტირებას

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიანიშნა, რომ პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ, შესაძლოა, ს ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცეს.
მედიის ინფორმაციით, ბლინკენმა გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ არ ახალისებენ და ქმნიან შესაძლებლობას ასეთი დარტყმებისთვის, მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავი და რომ -ის მთავრობა „ომის განვითარებასთან ერთად, საჭიროებისამებრ მოახდენს თავისი პოზიციის ადაპტირებას და კორექტირებას“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სიტყვები „ადაპტირება და კორექტირება“ იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინის რუსეთზე თავდასხმებს ამერიკული იარაღით, ბლინკენმა უპასუხა: „ადაპტირება და კორექტირება ნიშნავს ზუსტად ამას“.

ასევე დაგაინტერესებთ