ენტონი ბლინკენი – როგორც კი რუსეთი გამოავლენს, რომ მას მოლაპარაკებები გულწრფელად სურს, ჩვენ იქ აუცილებლად ვიქნებით და მჯერა, რომ უკრაინელებიც იქ იქნებიან

როგორც კი გამოავლენს, რომ მას მოლაპარაკებები გულწრფელად სურს, ჩვენ იქ აუცილებლად ვიქნებით და მჯერა, რომ უკრაინელებიც იქ იქნებიან, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ერ-რიადში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტთან, ბრენდე ბორგესთან საუბრისას განაცხადა.
ს განცხადებით, ომის დასრულება ახლა ვლადიმერ პუტინზე და მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და აშშ სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერს, თუ რუსეთი ამის გულწრფელ სურვილს გამოთქვამს.
„როგორც კი რუსეთი გამოავლენს, რომ მას მოლაპარაკებები გულწრფელად სურს, ჩვენ იქ აუცილებლად ვიქნებით და მჯერა, რომ უკრაინელებიც იქ იქნებიან. იმედი მაქვს, პუტინი გზავნილს გაიგებს და გულწრფელი მოლარაპაკებებისთვის მზადყოფნას გამოავლენს იმ ძირითადი პრინციპების შესაბამისად, რომლებიც საფუძვლად საერთაშორისო თანამეგობრობას და გაეროს წესდებას უდევს: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს სჯეროდა, რომ დრო მის მხარეს იყო, სწორედ ამიტომ, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფამ კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა.
„ეს უკრაინელებისთვის, რომლებმაც ძალიან რთული ცხრა თვე გადაიტანეს, პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ სტიმულს წარმოადგენს, ისევე როგორც აშკარა დემონსტრირებაა იმისა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ