ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ერდოღანმა ბლინკენი სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე მან მოლაპარაკებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართა. შეხვედრას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ანკარაში აშშ-ის ელჩი ესწრებოდნენ.
“შეხვედრაზე მინისტრებმა ღაზაში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.